ოდა ქალს და მშვენიერება დეტალებში – ირენა ოგანჯანოვას “თბილისური სიზმრები” ან “სიზმრები თბილისზე”
Ვისაც მის მიერ შექმნილი თოჯინები თუ ფერწერული ტილოები ერთხელ მაინც უნახავს, დამეთანხმება რომ ის არის უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდა, დახვეწილი სტილით და მანერებით… ჭეშმარიტი თბილისელი, მეოცნებე და ხან იქნებ სევდიანიც კი, ისევე როგორც ნამდვილ ხელოვანებს ახასიათებთ… დარდიან ფიქრს სიგარეტის კვამლს რომ ატანენ.
მხატვარ ირენა ოგანჯანოვას შესახებ მოგითხრობთ. Მხატვარზე, რომლისთვისაც სრულიად ადვილად შესაძლებელია, ცარიელ ტილოზე მოუხმოს შთაგონებას, გამოსახოს ფიგურა და არა მხოლოდ გამოსახოს, – ესაუბროს და დაუმეგობრდეს კიდეც.
Რომლის წარმოსახვისთვისაც სრულიად ადვილად შესაძლებელია, მონა ლიზა სოლოლაკში ცხოვრობდეს და მას მოფერებით ლიზიკოს ეძახდნენ. ოლიმპია თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს თბილისში, სასტუმრო „მაჟესტიქ“-ში დაბინავდეს; დანაია დონარად გარდაისახოს და ავლაბარში დაიბადოს; ვერმეერის მარგალიტის საყურე, ქეთუსიას მეთოთხმეტე დაბადების დღეზე აჩუქონ…
“Თბილისის სიზმრები ან სიზმრები თბილისზე”, – ასე ერქვა მის პირველ, მასშტაბურ პერსონალურ გამოფენას. Შემოდგომის თბილისისთვის თითქოს ორგანულიც კი იყო და მელიქიშვილზე, ძველ ღვინის სარდაფში არსებულ გალერეა “ცალკე სივრცეს”, ერთობ მოუხდა კიდეც მისი ძველი თბილისური პორტრეტები და არა მხოლოდ… მნახველები იმდენად აღტაცებული დატოვა რომ არაერთ მათგანს საგამოფენო სივრცის დატოვებაც კი უჭირდა.
Ეს იყო ირენას პირველი მასშტაბური, პერსონალური გამოფენა. Მისი პოზიცია ასეთია: “გამოფენამ შენზე რაღაც უნდა თქვას. Ველოდი მომენტს, როდესაც მივხვდებოდი რომ რაღაც ეტაპამდე მივედი, ახლა შეიძლება დავსვა წერტილ-მძიმე და შემიძლია წარვუდგინო ჩემი შემოქმედება აუდიტორიას, დაველოდო რეაქციას და განვაგრძო შემოქმედებითი გზა”.
Ირენა სცენოგრაფი და თეატრის მხატვარია, რომელმაც უკვე ოცზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. Ერთხანს გატაცებული იყო მცირე სკულპტურული ფორმების შექმნით. ფერწერაში საკუთარ ხელწერას სხვადასხვა ტექნიკაში და სტილში სცდიდა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. Ამჯერად კი ის ძველი თბილისის შესაძლო სიზმრებმა ჩააფიქრა, წარმოსახვა ტილოზე გადაიტანა, რათა ჩვენც მისმიერი წარმოსახვითი სამყაროს ნაწილად გვეგრძნო თავი.
Ამ სიზმრებში კი მხატვარმა მენტალურად ბოტიჩელის, იან ვან ეიკის, ჰაკობ ჰოვნათანიანის ქმნილებებთან იმოგზაურა. Თავისი ფერწერული ტილოებით დაგვაბრუნა წარსულში, ჩვენი დიდი ბებიების და პაპების ეპოქაში, თუმცა ირენა იმდროინდელ თბილისურ ყოფას ისტორიული რეალიზმისგან განსხვავებით, საკუთარ ფანტაზიასთან თავისუფლად და ორგანულად აერთიანებს. Მის ნამუშევრებში, როგორც სიზმრებში, ქრონოლოგიისა და ლოგიკის საზღვრები არ არსებობს.
Ირენა ოგანჯანოვას პერსონაჟი ქალები, ნიმფების მსგავსად, მეიდანზე, გოგირდის აბანოებში სხეულის განწმენდის რიტუალის შესასრულებლად შიშვლდებიან. მხატვარი კი ამ დროს „იდეალური“ სილამაზის დაწესებული სტანდარტების ჩარჩოებს არღვევს, და გვეუბნება რომ ყველა ქალი, თავისი ფიგურის სპეციფიკითაც კი ინდივიდუალურ, განუმეორებელ სილამაზეს ასხივებს.
Ირენა თავის სურათებში ხაზს უსვამს ქალის ინდივიდუალური და უნიკალური სილამაზის ფენომენს. მისთვის ქალი, მშობიარობის შემდეგ წონაში მომატებულიც არანაკლებ მშვენიერია, ვიდრე მანამდე იყო.
Მხატვარი ასევე მოგვითხრობს თუ სად ხედავს სიხარულისა და ბედნიერების საწყისს. Მისთვის ბედნიერება არახმაურიან, ყოფით დეტალებშია. მაგალითად, როდესაც დედა თავის ერთი წლის შვილს ვაშლის ხილფაფას აჭმევს, ანდა, როცა თბილ წყალში თავის ახალშობილ სანდროს აბანავებს…
მყუდრო საღამოს პატარა ბედნიერებაა, როდესაც ოჯახი ზაფხულში ახლადმოწეულ საზამთროს მიირთმევს…
როდესაც ხუთი წლის გოგონა დედის ლამაზს ფეხსაცმელს ირგებს და საკუთარი თავი დედასავით ლამაზი წარმოუდგენია.
Დიახ, ახლობელი და ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია ეს განცდები. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ამ მოვლენებში არაფერია ახალი, მაგრამ თითქოს უმნიშვნელო მარგალიტებად იკინძება დაუსრულებელ ძაფზე ჩვენი ცხოვრება.
კითხვაზე, შთაგონებით მუშაობს თუ არა, ელოდება თუ არა მუზას, ირენა პასუხობს:
– არა, თუ შთაგონებას დაელოდები, შეიძლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოჩნდეს. ძნელი ასახსნელია, მაგრამ მე მხოლოდ ცარიელ ტილოს ვუყურებ. მერე რაღაც სურათი მოდის. მაგრამ თუ უბრალოდ იჯდები იტყვი: „არ მაქვს შთაგონება, არ შემიძლია მუშაობა“, შეიძლება, ამასობაში ერთი წელიც გავიდეს. რას ნიშნავს „დაელოდო შთაგონებას“? არ მესმის მათი, ვინც სხედან და ელიან. Შთაგონებას თავად უნდა მოუხმო. Საკუთარი თავი უნდა განაწყო საამისოდ. Გნებავთ, მედიტაცია დაარქვით. Უნდა გინდოდეს რომ ის მოვიდეს. Ეს რთული პროცესია. Როდესაც მოდის სახე, ხატება, იწყებ მასთან საუბარს და ისიც გეკონტაქტება. Გრძნობ მის ხასიათს და მას ეს მოსწონს. Მესმის, ეს ალბათ, ნორმალურად არ ჟღერს, მაგრამ ჩემთვის ისინი ცოცხალი არსებები არიან.
Მაგალითად, ჩემი ნამუშევარი “კეკელ-სონა” შემიძლია, დაგისახელოთ. Გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, Ჩვენ მართლა დავმეგობრდით. Ის ძალზე კომუნიკაბელურია და გადასარევი თბილისური იუმორის გრძნობა აქვს. Რაზე აღარ გვიჭორავია კეკელ-სონას და მე. Ამით იმის თქმა მინდა რომ ხატვის დროს იმდენად ღრმად უკავშირდები პერსონაჟს რომ მას როგორც ცოცხალს, ისე აღიქვამ და ეს პროცესი სიამოვნებას განიჭებს. Კეკელ სონას კეკელ თინა მოჰყვა, თინას კი – კეკელ მაშო. Კეკელ სონა კი მომდევნოებს აფასებდა და თითქოს ეჭვიანობდა კიდეც რომ მათ დამატებით დეტალებს ვახატავდი. Რაო, მათ რომ ასე ხატავ, მე აღარ გიყვარვარო?
დიახ, ირენა თეატრის მხატვარია და Ამდენად, მისთვის დეტალების გამოსახვა მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
Დეტალების ხაზგასმა თეატრალური ხელოვნებიდან გადმომყვა. Დეტალები მეტყველებს ჩემი პერსონაჟების ხასიათზე და ამდენად თითოეული დეტალის გამოსახვა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათში ინდივიდის ხასიათი იმალება.
Ირენა სწორედ ამ დეტალების ინდივიდუალური გამოსახვის მანერის ერთგულებით წარმოგვიდგენს მისი თვალით დანახულ ძველ თბილისურ ყოფას, გვახედებს თბილისურ ოჯახებში და გოგორდის აბანოშიც კი, სადაც მანდილოსნები ალბათ ყველაზე ბუნებრივები და ნამდვილები ხდებიან. Თბილსის გოგირდის აბანოები ხომ ცალკე ფენომენია. Თუმცა, ირენას “ქალებს” სტანდარტულ სილამაზეზე პრეტენზია თითქმის არ აქვთ. Პირიქით, ისინი თითქოს კმაყოფილნიც კი ჩანან რომ არიან ისეთები, როგორებიც არიან. Ბედს და ფორმებს არ უჩივიან და მხატვრის აზრით, ესეც თავისებურად ქალისთვის დამახასიათებელი მშვენიერებაა. Მშვენიერება დეტალებში.
“Სილამაზე ჩარჩოებში არ უნდა მოვაქციოთ” – ამბობს ირენა. Ადამიანებს არ უნდა უჭირდეთ ინდივიდუალურობის წარმოჩენა და არც უნდა ეშინოდეთ ამისი რადგან სადაც სტანდარტებია, იქ არის კომერცია. Დიეტოლოგი ამბობს, კარგია, იყო გამხდარი, პლასტიკური ქირურგი გვარწმუნებს რომ სამი ზომის მკერდი საუკეთესოა და ამაზე პატარა უკვე რაღაც “ვერ არის”, ამიტომ მათ მოუმრავლდათ კლიენტები. ყოველი Ქალი თავისებურად ლამაზია და თავსმოხვეულმა სტანდარტებმა ის არ უნდა დააკომპლექსოს. Აბანო კი, ჩემს სურათებში ის ადგილია, სადაც ის სრულიად შიშველი წარმოაჩენს საკუთარ თავს და სილამაზეს.
Ირენა მანდილოსნებს, ხშირად შიშველი მკერდით გამოსახავს. Ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, რას მოიაზრებს ავტორი:
– ქალი სრულიად უნიკალური მოვლენაა… ქალი სიცოცხლის საწყისად და ენერგიის წყაროდ გვევლინება, დედამიწის მსგავსად, რომელიც კვებავს და ასაზრდოებს მის ბინადართ. Და რითი კვებავს ქალი ბავშვს? Მკერდით… ამდენად ეს არის ჩემი ოდა, რომელიც ქალს ეძღვნება.
Ლევან ცალუღელაშვილი