თეგებით ძიება

ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო

ნუშუ - ჩი­ნუ­რი დამ­წერ­ლო­ბის 400 წლის წინ შექ­მნი­ლი ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც "მხო­ლოდ ქა­ლე­ბის დამ­წერ­ლო­ბა­საც“ უწო­დე­ბენ. მრა­ვა­ლი მკვლე­ვა­რი ჯერ კი­დევ ცდი­ლობს გა­არ­კვი­ოს, სა­ი­დან იღებს ეს იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი პრო­ცე­სი სა­თა­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ლე­ბი ნა­ცარ­ზე ხის ტო­ტით ცდი­ლობ­დნენ წე­რას, შემ­დგომ მა­რა­ო­ებ­ზე წერ­დნენ და ცხვირ­სა­ხო­ცებ­ზე ქარ­გავ­დნენ სა­კუ­თარ ფიქ­რებ­სა და გან­ცდებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დამ­წერ­ლო­ბას მე-19 და მე-20 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰუ­ნა­ნის მკვიდ­რი ქა­ლე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი იყე­ნებ­და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის, მო­თხრო­ბე­ბი­სა და წე­რი­ლე­ბის და­სა­წე­რად. ნუ­შუს მოხ­დე­ნი­ლი, ფო­ნე­ტი­კუ­რი ან­ბა­ნი დე­დი­დან ქა­ლიშ­ვილ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­დი­ო­და.

სკიდ­მო­რის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი კეტი სილ­ბე­რი ნუ­შუს 1980 წლი­დან სწავ­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “სა­ი­დუმ­ლო დამ­წერ­ლო­ბის” იდეა ნამ­დვი­ლად სენ­სა­ცი­უ­რია, იგი ამ­ბობს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბის ნა­წილ­მაც ის­წავ­ლა ეს დამ­წერ­ლო­ბა...

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერში, სა­დაც ქა­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ წერა-კი­თხვის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ნუშუ ნამ­დვი­ლი შვე­ბა იყო. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და ქა­ლებს სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბით ეთ­ქვათ თა­ვი­სი ის­ტო­რი­ე­ბი. სწო­რედ ეს ვერ­სია მო­ი­აზ­რე­ბა ნუ­შუს გა­ჩე­ნის მთა­ვარ მი­ზე­ზად.

ნუ­შუს და­სას­რუ­ლი

ერთხე­ლაც ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ნუშუ ყო­ფი­ლა. უკა­ნას­კნე­ლი ცნო­ბი­ლი ქალი, რო­მელ­მაც იცო­და ნუ­შუ­ზე წერა, 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩი­ნეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. 80-იან წლებ­ში (რო­დე­საც ნუშუ აღი­ა­რეს მეც­ნი­ე­რებ­მა), ქა­ლებ­მა და­ი­წყეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ბე­დის ირო­ნი­ით, სწო­რედ ქა­ლე­ბის სტა­ტუ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბამ "მოკ­ლა“ ეს დამ­წერ­ლო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ექ­სპერ­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ მისი არ­სე­ბო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გაკ­ვე­თი­ლე­ბის სწავ­ლე­ბით, მაგ­რამ უფრო რე­ა­ლის­ტუ­რია ვერ­სია, რომ ეს დამ­წერ­ლო­ბა მალე შე­საძ­ლოა, სუ­ლაც გაქ­რეს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ჩი­ნეთ­ში ქა­ლებს აღარ სჭირ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­წერ­ლო­ბა. მაგ­რამ იდეა ისე­თი­ვე და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი და მომ­ხიბ­ვლე­ლია, რო­გორც არას­დროს.

"და­მა­ლუ­ლი წე­რი­ლე­ბი“

"იმის­თვის, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის იმე­დი მი­ე­ცათ, მათ შექ­მნეს დამ­წერ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებს არ ეს­მო­დათ. ეს არის ის­ტო­რია, რო­მელ­საც ჩი­ნე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ იც­ნობს", - ამ­ბობს კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ვი­ო­ლეტ დუ ფენ­გი, რო­მელ­მაც ნუ­შუს შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "და­მა­ლუ­ლი წე­რი­ლე­ბი“ გა­და­ი­ღო.

ფილ­მი ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ნორ­ვე­გი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში აჩ­ვე­ნეს.

გააგრძელება


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა