20 წლის დედამ ნაგვის პარკში გახვეული ახალშობილი ქუჩაში, თოვლში გადაადგო - სად მოხდა შემზარავი შემთხვევა?
ეკატერინბურგის რაიონის მცხოვრებმა ქალმა ბავშვი ბინაში გააჩინა და ახალშობილი ქუჩაში გადააგდო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შემთხვევის თვითმხილველის თქმით, მშობიარობის შემდეგ 20 წლის დედამ ახალშობილს ჭიპლარი თავად მოაჭრა, რის შემდეგაც, ბავშვი ნაგვის ტომარაში გაახვია და ფანჯრიდან თოვლში გადააგდო. ბავშვი გამვლელებმა იპოვეს. როცა ბინაში სამართალდამცველები მივიდნენ, დედა შოკში იყო.
„პოლიცია რომ მოვიდა და კარი გააღო, ახალგაზრდა დედა სისხლით იყო დაფარული, მთელი ბინაც სისხლიანი იყო” - ამბობს მეზობელი.
დედა-შვილი ამჯერად რეანიმაციაში იმყოფება.