„შეცდომაში რო არ შეხვიდეთ, იცოდეთ, რომ სახელმწიფო აფინანსებს სრულად ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს“ - ბექა მჭედლიშვილი მიმართვას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
ლაზარესთან დაკავშირებით, რომელიც ოზურგეთში ძაღლმა დაკბინა სხვადასხვა ანგარიშის ნომერი ვრცელდება და დახმარებას ითხოვენ სხვადასხვა ადამიანები ოპერაციის თანხის შესაგროვებლად. შეცდომაში რო არ შეხვიდეთ იცოდეთ რომ სახელმწიფო აფინანსებს სრულად ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს - წერს ბექა მჭედლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.