თეგებით ძიება

„რამდენი წლისას ვგავარ, ხალხოო?!“ - ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნეტავ, რამდენი წლისას ვგავარ

ფეხით მივსეირნობდი და პერიფერიული მხედველობით დავინახე ლურჯფორმიანი პარკინგის თანამშრომელი.

– ქავთარაძე, არა?

-დიახ( გავუღიმე, მივესალმე და განწყობისთვის ვეხუმრე) მაგრამ ფეხით ვარ.

( გაიცინა და)

– მანქანითაც რომ იყოთ, რაც მე თქვენს ხუმრობებზე და გადაცემებზე მიცინია ბავშვობაში.

ეს “ბავშვობაში” ძაან შეუსაბამო

იყო ამ პატიოსანი ადამიანის გარეგნობასთან.

ვერ მოვითმინე და ვკითხე:

– ჰმ, ვითომ?! რამდენი წლის ხართ?

– ნუუ, ორმოცდაათის – ისე მითხრა, აშკარად დააკლო მინიმუმ 2-3 წელი, რადგან მიხვდა რაც ხდებოდა

– ხოდა, მე 45 წლის ვარ და, რა ვიცი, რა ვიცი

– ხო, მაშინ არ გამოდის რაღაც- მიპასუხა ცოტა იმედგაცრუებულმა, მაგრამ ამ სახეში იგრძნობოდა “არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონიაო”

ხოოოდაა, მესმის, რომ მართლა დიდი ხანია ადამიანები მიყურებენ ტელევიზორებში, მაგრამ მართლა მაინტერესებს – რამდენი წლისას ვგავარ, ხალხოო?!“- წერს ქავთარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა