ევროპარლამენტი „ჩამთრევ“ აპლიკაციებს აკრძალავს
ევროპარლამენტმა ევროკომისიას მოუწოდა, შეიმუშავოს კანონპროექტი, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს აიძულებს, აპლიკაციები მომხარებლებისთვის ნაკლებად „ჩამთრევი“ გახადონ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, უნდა აიკრძალოს ალგორითმები, რომლებიც ავტომატურად უშვებს ვიდეოებს, ასევე, დეველოპერებს მოეთხოვებათ შეტყობინებები ისე გათიშონ, რომ მხოლოდ მომხმარებლებს შეეძლოთ თავიანთ ნებაზე მათი ჩართვა. ამასთან, აპლიკაციისთვის სავალდებულო გახდება, მომხმარებელს მასში გატარებული დრო უჩვენოს.
ამით ევროპარლამენტარებს სურთ, ტექნოლოგიურ კომპანიებს აუკრძალონ ყველა ის ხრიკი, რომელიც მომხმარებლებს ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენებისკენ უბიძგებს.
ამჟამად ევროკომისია ციფრულ გარემოში მომხამრებელთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობის განახლებას გეგმავს. ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ მათი წინადადება ამ ახალი წესების ნაწილი გახდება. შედეგები 2024 წელს გახდება ცნობილი.
კანონპროექტი განსახილველად ნიდერლანდელმა დეპუტატმა, კიმ ვან სპარენტაკმა წარადგინა. მისი თქმით, „ჩამთრევი“ აპლიკაციები ადრეული ასაკიდანვე ცუდათ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციასა და ტვინის განვითარებაზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მათ უარყოფითი გავლენა შესაძლოა, მთელ თაობებზე მოახდინონ.
წყარო: bpn.ge