მარნეულში 2 ახალგაზრდა დაჭრეს
გვიან ღამით, 2 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება შელაპარაკებით დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა 2 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა.
ერთი თავდამსხმელი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.