ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსი ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დილის საათებში, სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსთან მოხდა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.