თეგებით ძიება

მსოფლიოს ყველაზე „მოკრძალებული“ ნაძვის ხე აუქციონზე $4 ათასად გაიყიდა

დიდ ბრიტანეთში, აუქციონზე 1920 წელს ნაყიდი ნაძვის ხე 4 328 დოლარად გაყიდეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნაძვის ხე დოროთი გრანტის სახლში, ლესტერშირში 1920 წელს მიიტანეს, როდესაც გოგო 8 წლის იყო. დოროთი ნაძვს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა, შემდეგ კი საშობაო ატრიბუტი მის 84 წლის ქალიშვილს, შირლი ჰოლს გადაეცა მემკვიდრეობით. ქალმა ხის გაყიდვა გადაწყვიტა.

ხის სიმაღლე 79 სანტიმეტრამდეა, მას 25 ტოტი აქვს, რომლებზეც 12 კენკრა და 6 მინი-შანდალია განთავსებული. აუქციონის სახლმა Hansons Auctioneers ლოტს „მსოფლიოს ყველაზე მოკრძალებული ნაძვის ხე“ უწოდა და სულ რაღაც 76 - 102 დოლარად შეაფასა, თუმცა დიდი აჟიოტაჟის გამო, ის გაცილებით ძვირად გაიყიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა