როგორ მოიპარა Facebook-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა 4 მილიონ დოლარზე მეტი
CNN-ის ინფორმაციით, ბარბარა ფერლოუ-სმაილსი Facebook Inc-ის თანამშრომელი გახლდათ, რომელიც ახლა ყველასათვის ცნობილ Meta-ში 2017 წლის იანვრიდან, 2021 წლის სექტემბრამდე მუშაობდა. იგი თანამდებობას წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა, რის შედეგადაც მოახერხა, რომ 4 მილიონი დოლარი საკუთარ ანგარიშებზე გადაერიცხა, ან თავისი პირადი საჭიროებებისთვის დაეხარჯა.
აშშ-ის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბარბარა ფაქტობრივად კომპანიის თანხითა და ხარჯებით, საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდა, რის პარალელურადაც მოგზაურობდა კალიფორნიასა და ჯორჯიას შტატში. ძირითადად, იგი ფულს ხარჯავდა სილამაზის სალონებში, თმის სტილისტებთან და ამავდროულად, საკუთარი შვილის ძიძას, ფულს Facebook-ის ანგარიშიდან უხდიდა. საუბარია 18 000 დოლარზე, რომელიც ბავშვის ძიძას გადაუხადა.
წლების მანძილზე, ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარი დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, კომპანიის საკრედიტო ბარათებს უკავშირებდა PayPal-ს, Venmo-სა და Cash App-ს, რის შემდეგაც იგი ყალბ გადახდებს ახორციელებდა. მეგობრებს, ნათესავებს და თანამზრახველებს სპეციალურად შეთხზულ ინვოისებს აგზავნინებდა, რათა შეექმნა იმის იმიტაცია, რომ რეალურად თანხას კომპანიისთვის აუცილებელი საკითხებისა და პრობლემების გადასაჭრელად ხარჯავდა.
საბოლოოდ, ბარბარა ფურლოუ-სმაილმა დანაშაული აღიარა, მისი სასამართლო 2024 წლის 19 მარტსაა ჩანიშნული.
წყარო : bpn.ge