ძლიერ ქალს არგენტინაში 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
არგენტინაში შტორმს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საპორტო ქალაქი ბაია ბლანკაში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა. დაღუპულთა უმეტესობა ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში იმყოფებოდა, რომელიც ჭერიც ქარმა ჩაანგრია. ადგილზე 13 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.
კვირას ქალაქში ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი ხავიერ მილეი რამდენიმე მინისტრთან ერთად ჩავიდა. მის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მთავრობა მუნიციპალურ ხელისუფლებასთან მუშაობას დაზარალებულების დასახმარებლად და ზარალის აღმოსაფხვრელად.