თეგებით ძიება

„საახალწლო სოფელში“ სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები ყოველდღიურად იმართება

დედაქალაქში საახალწლო განწყობაა. „საახალწლო სოფელში“ სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიებები ყოველდღიურად იმართება. ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ კონცერტები მთელი საღამო გრძელდებოდა. მსმენელის წინაშე წარდგა ნოდარიკო ხუციშვილი და ღამის შოუს ბენდი.

„საახალწლო სოფელში“, რომელიც ორბელიანის მოედანს, მიმდებარე ქუჩებსა და დედაენის ბაღს მოიცავს, 7 იანვრის ჩათვლით, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა „საშობაო ბაზარი“, გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „საახალწლო ქალაქის“ პავილიონი, სახელოსნო და თეატრი, თეატრალიზებული მსვლელობები და წარმოდგენები, საბავშვო სემინარები, ილუზიონისტების შოუ, თოჯინების თეატრის საახალწლო პერფორმანსი, გაცოცხლებული საშობაო ზღაპარი, თითების თეატრის საახალწლო წარმოდგენა, მარიონეტების ჯაზ ბენდის მუსიკალური პერფორმანსი. გარდა ამისა, იფუნქციონირებს ყინულის საციგურაო მოედანი და თემატური ფოტოზონები.

საღამოობით გაიმართება სხვადასხვა ბენდის, ვოკალისტების, ჯგუფებისა და ანსამბლების კონცერტები, რის შემდეგაც, საახალწლო სოფლის სტუმრების წინაშე წარდგება DJ ელექტრონული მუსიკით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა