ბორჯომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან - 90 წელი - ბორჯომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. ჭიათურისა და საჩხერის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით და წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოანე ხეცურიანის ხელმძღვანელობით, კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა, რომელსაც სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობა წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის ტაძრის მრევლმა მიიღო. ქართული ცეკვები მოყვარულმა მოცეკვავეებმა, ხალხური სიმღერები კი ტაძრის მგალობლებმა შეასრულეს.