თეგებით ძიება
18. 12. 2023 მსოფლიო

ტაილანდში ცნობილი „სპილოს ხორთუმის კლდე“ ჩამოინგრა

ტაილანდის ცნობილი ღირსშესანიშნაობა, სპილოს ხორთუმის კლდე ჩამოიშალა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, შემთხვევა 15 დეკემბერს მოხდა. კლდის ნაწილი, რომელიც სპილოს ხორთუმს ჰგავს ზღვაში ჩაინგრა. სპეციალისტები ამის მიზეზად ეროზიას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან კლდე მუდმივად წყლისა და ქარის ზემოქმედების ქვეშ იყო.

კლდის ჩამოშლის საშიშროების გამო, მსურველებს მათთან მისვლა ჯერ კიდევ 2010 წლიდან ჰქონდათ აკრძალული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა