იაპონიაში, მამაკაცმა ტარაკანის მოსაკლავად სახლი ააფეთქა
იაპონიის ქალაქ კუმამოტოში 54 წლის მამაკაცმა საკუთარ სახლში ტარაკანის მოკვლის მცდელობის დროს სახლი ააფეთქა, მან დიდი რაოდენობით ქიმიური პრეპარატი გამოიყენა.
აფეთქების ტალღამ ფანჯრები ჩაამსხვრია და სახლი საგრძნობლად დააზიანა. თავად მამაკაცმა კი სხეულზე მსუბუქი დაზიანებები მიიღო.