საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ კოკერილი იქნება.
53 წლის ინგლისელ სპეციალისტს, კონტრაქტს ოთხი წლით უფორმებენ. კოკერილის წარდგენა 22 დეკემბერს, "შავი ლომის" მატჩამდე იგეგმება.
ინგლისელი, სხვადასხვა დროს - ტულონს, ედინბურგსა და მონპელიეს ავარჯიშებდა. კოკერილი ასევე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო.