თელავში ბუნებრივი აირით ახალგაზრდა კაცი მოიწამლა
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა კახეთში - თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში, თონეში ახალგაზრდა კაცი CO-თი მოიწამლა.
ის უგონო მდგომარეობაში მეგობარმა ნახა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.