მარნეულში ორი ადამიანის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაშია მოთავსებული მეორე დაშავებულიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში წუხელ 2 პირი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 40 წლამდე კაცი. ის ბრალს აღიარებს.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, მანქანის გაფორმებას ეხებოდა. თუმცა, სხვა დეტალები უცნობია.