თეგებით ძიება
18. 12. 2023 მსოფლიო

მარკ ცუკერბერგი საიდუმლო ბუნკერს იშენებს

კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე მდებარე თავის საიდუმლო კომპლექსში მიწისქვეშა ბუნკერს აშენებს. პროექტის დოკუმენტაცია გამოცემა WIRED-მა მოიპოვა.

მედიამაგნატმა კუნძულ კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროზე მიწის შესყიდვა 2014 წელს დაიწყო. კომპლექსი 5,6 მილიონ კვადრატულ მეტრს დაიკავებს. ამ ტერიტორიიდან 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება ორი სასახლე 30 საძინებლითა და სველი წერტილით, ასევე, ოფისებით, საკონფერენციო დარბაზებითა და ლიფტებით. ორი ცენტრალური კორპუსი ერთმანეთს მიწისქვეშა გვირაბით დაუკავშირდება, რომელიც 465 კვადრატულ მეტრ ფართობის თავშესაფრამდე მივა. თავშესაფარს ენერგიის საკუთარი წყარო და სურსათის მარაგი ექნება. ასევე, მოეწყობა 28-ათასლიტრიანი წყლის ავზი სატუმბი სისტემით.

ამასთან, ცუკერბერგის რეზიდენციის საზღვრებში სხვადასხვა დანიშნულების ათზე მეტი შენობა, მათ შორის, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზები, საუნა და ჩოგბურთის კორტი განთავსდება. საბაგირო ხიდები მილიარდერის სტუმრებს ხეებზე განლაგებულ სახლებს შორის გადაადგილების საშუალებას მისცემს. კომპლექსს გარს აკრავს ორმეტრიანი კედელი, რომელიც, როგორც ადგილობრივები ჩივიან, მათ ოკეანის ხედს უფარავს.

გამოცემის ცნობით, კომპლექსის ჯამური ღირებულება 270 მლნ დოლარს გადააჭარბებს. მისი მშენებლობა კლასიფიცირებულია გრიფით „საიდუმლო.“ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სავალდებულოა ადგილზე დასაქმებული ყველა პირისთვის, დურგლებიდან და ელექტრიკოსებიდან დაწყებული, მღებავებითა და დაცვის თანამშრომლებით დამთავრებლი. სამშენებლო ბრიგადები ცალკეული პროექტებით არიან დაკავებული და ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლება არ აქვთ.

მანამდე ცუკერბერგმა აშშ-ში ერთ-ერთი სახლი გაყიდა. ინტერნეტ-მეწარმემ მასში 31 მლნ დოლარი მიიღო, რაც სან-ფრანცისკოში 2022 წლისთვის ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებად აღიარეს.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა