თეგებით ძიება

ეს არის ბევრი თაობის ოცნების ახდენა - ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ბევრი თაობის ოცნების ახდენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში წარდგენის დროს განაცხადა.

„ეს გზა არ ყოფილა მარტივი. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგს. ჩვენ, მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ და მოვედით დღევანდელობამდე“, - აღნიშნა პრემიერმა.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა