თეგებით ძიება

არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა უშველა „ქართულ ოცნებას“ - გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების“ გზა არის გზა არაფრისკენ, მხოლოდ ფულის კეთებისკენ, რომლის სიმბოლო დღეს ვინ არის? ღარიბაშვილი, რომელიც ანგარიშს წარადგენს. კორუფციის სიმბოლო საქართველოში არის ღარიბაშვილი, რომელიც ჩარტერებით დაფრინავს თავის შვილთან ერთად და მერე გვეუბნებიან, რომ პენსიონერი მამიკო უხდის ამის ფულს. ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ჩართვას იმ კომისიებში, რომელიც ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებისთვის შეიქმნება, ვაშაძის განცხადებით, „თანამშრომლობის სურვილს „ქართული ოცნება“ არა სხივებს".

„ძალიან მძიმეა სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. არც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა არ უშველა „ქართულ ოცნებას“. პირველივე დღეს, პრეზიდენტს როგორ მოექცნენ, ხედავთ. იმისთვის, რომ თანამშრომლობა შედგეს უნდა გქონდეს თანამშრომლობის სურვილი ხელისუფლებაში მყოფ ძალას. ამას „ქართული ოცნება“ არც ასხივებს, არც აჩვენებს. ეს არის სამწუხარო, ამიტომ კითხვას მე ნუ დამისვამთ, მათ დაუსვით ეს კითხვა. როდემდე აპირებენ საზოგადოების გახლეჩას ხალხის გაყოფას, როდემდე აპირებენ ამ საბოტაჟი ყოფნას“, - განაცხადა ვაშაძემ და კითხვას, მმართველი პარტიისგან ელოდებიან თუ არა ამგვარ ნაბიჯებს, პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.

„ჩვენ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობას ყოველთვის მივიღებთ. მთავარი რა არის? ჩვენ გვინდა გაერთიანება, ერი საერთო ამოცანის გარშემო იყოს გაერთიანებული და არა, ისე, როგორც ამას ყოფს „ქართული ოცნება“- უდიერად, უზრდელად და ანტიევროპულად მოექცნენ პრეზიდენტს. კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, გეკითხებით, სად ასხივებს „ქართული ოცნება“ რომ ვინმესთან თანამშრომლობას აპირებს. გთხოვთ, ეს კითხვა მათ დაუსვათ. როგორც კი, ამაზე პასუხს მივიღებთ, ეს ქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხს სჭირდება წინსვლა და წარმატება. მილიარდები, რომელიც ევროკავშირიდან გველოდება ამ გზით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ჩვენ კაპიკს ვერ მივიღებთ. ამიტომ, კითხვა მათ უნდა დაუსვათ, როდემდე იქნებიან ამ საბოტაჟის, დაპირისპირების რეჟიმში თავისივე ხალხთან.

კალაძე, კობახიძე ღარიბაშვილი - „ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს“, რომ „სათაგურია კანდიდატის სტატუსი“ ,“ომს თუ დავიწყებთ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს“, რა აღარ აქვთ გაცხადებული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამასთან ახლოს მდგარიც კი, არ განუცხადებია არავის, რაც ამ ადამიანებმა განაცხადეს. მე ვფიქრობ, რომ მათ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ თავიანთი განცხადებების გამო და თუ მართლა უნდათ წინსვლა, მაშინ სხვანაირი ნაბიჯები უნდა გადადგან. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ყველას ხელს ჩავკიდებდი, ყველას ერთად დავაყენებდი, ასეთი ეროვნული ამოცანა გვაქვს, შეგვიძლია დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. დღეს ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, სწორედ მათ გამო. ეს ხომ უნდა ამოვქაჩოთ, ეს მილიარდები ხომ უნდა მოვიტანოთ? ეს, ასე გახლეჩით ვერ მოხდება. ამიტომ, ჩვენი გზა არის ევროკავშირისკენ სწრაფი სვლის გზა, მათი გზა არის, გზა მოუსავლეთისკენ, სამწუხაროდ“, - განაცხადა ვაშაძემ.

აღნიშნული კომენტარი გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან სასტუმრო „რუსთავში“ გააკეთა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილთან ერთად ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს ხვდება. როგორც ვაშაძემ განმარტა, აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრებენ, როგორ აპირებენ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა