თეგებით ძიება

ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა, საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებით ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავიდა და ახლა საჭიროა კიდევ მეტი მუშაობა.

„ჩვენ წელს მნიშვნელოვანი ეტაპი დავხურეთ, მაგრამ გადავიდა ქვეყანა უკვე ახალ ეტაპზე. საქართველო ევროპული სახელმწიფო გახდა. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ახლა საჭიროა კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მეტი მოტივაციით მეტი საქმის კეთება, რათა ქვეყანა გახდეს რეალურად ევროპული სახელმწიფო და რაც მთავარია, ავიხდინოთ ჩვენი მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ქვეყნის გაერთიანება და რეალურ, წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. გისურვებთ წარმატებულ წელს, ჯანმრთელობას და მშვიდობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა