პრემიერ-მინისტრის ანგარიში შთამბეჭდავი იყო - ჯუანშერ ბურჭულაძე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში შთამბეჭდავი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერის მხრიდან დღევანდელი მთავრობის საქმიანობის წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარება ძალიან ეფექტური იყო.
„თქვენ მოისმინეთ კონკრეტული ციფრები. აქ არ შეიძლება ცდომილების რაიმე დიაპაზონი იყოს, რადგან ჩვენ დღეს მოვისმინეთ აბსოლუტური არითმეტიკა. ძალიან ეფექტური იყო განვლილ პერიოდთან შედარებაც. ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, თუ რა ცვლილება მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.