თეგებით ძიება
18. 12. 2023 მსოფლიო

რა დაუჯდება ისრაელს ომი „ჰამასთან“ - წინასწარი პროგნოზები

ჰამასთან ომი ისრაელის ბიუჯეტს 200 მილიარდი შეკელი დაუჯდება (51 მლრდ დოლარის ექვივალენტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 10%). ეს წინასწარი პროგნოზი ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ კრიზისი რვა თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება, ის არ გავრცელდება ღაზას სექტორს მიღმა, ხოლო 350 000 რეზერვისტი მალე დაუბრუნდება სამუშაოს.

ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ პროგნოზი პანდემიის შედეგებს შეადარა, რომელიც ბიუჯეტს ანალოგიური ოდენობით - 160 მილიარდი შეკელი (40,8 მილიარდი დოლარი) დაუჯდა. თუმცა, პანდემია ორი წელი გაგრძელდა.

ფინანსთა სამინისტრო აფრთხილებს, რომ ომის შემთხვევაში წინსვლა ნელი იქნება და ბრძოლის დასრულებასთან ერთად ეკონომიკა ომამდელ ტენდენციებს დიდხანს ვერ დაუბრუნდება. თანხის უმეტესი ნაწილი უსაფრთხოების სექტორზე უნდა დაიხარჯოს, ომის გამო თავდაცვის ხარჯების ზრდა დაახლოებით 100 მილიარდ შეკელს მიაღწევს, ხარჯების უმეტესობა დაკავშირებულია რეზერვისტებთან, რომელთა რიცხვი სავარაუდოდ, შემცირდება. ბიუჯეტის დანაკარგები ასევე დაკავშირებულია შემოსავლის წყაროების გაქრობასთან და ანაზღაურების გადახდასთან, რაც ხელს უწყობს ბიზნესის გამართულ მუშაობას.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო იხსენებს იმ ვითარებას, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, როდესაც საცალო მოვაჭრეებს ნგრევის ეშინოდათ, მაგრამ შედეგად ისინი არამარტო დარჩნენ ბაზარზე, არამედ მიიღეს მოგებაც. სააგენტო იმედოვნებს, რომ მოხმარება, ისევე როგორც კორონავირუსის დროს, შეფერხდება, მაგრამ აღიარებს თანამშრომლების გათავისუფლების პრობლემას - დაახლოებით 37 ათასმა ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური.

JPMorgan-მა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ისრაელის ეკონომიკის კლება მეოთხე კვარტალში 10-11%-ით იწინასწარმეტყველა.

ისრაელის წინა კონფლიქტებმა, მათ შორის „ჰამასთან“ 2014 წელს და „ჰეზბოლასთან“ 2006 წელს, მცირე გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ როგორც ექპერტები აღნიშნავენ, ამჟამინდელი ომი ბევრად უფრო დიდ გავლენას ახდენს შიდა უსაფრთხოებასა და ნდობაზე.

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ბეზალელ სმოტრიჩის თქმით, „ჰამასთან“ მიმდინარე ომიდან ისრაელისთვის პირდაპირი ხარჯები დღეში დაახლოებით 1 მილიარდ შეკელს (245 მილიონი დოლარი) შეადგენს.

წყარო : bpn.ge 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა