თეგებით ძიება

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი შედეგები - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა.

ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენა შეაფასა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ეს არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი. საქართველოს მთავრობას ჰქონდა ჩვენი ხალხის ძალიან ძლიერი მანდატი, რომ ევროპული მომავალი შეუქცევად პროცესად ექცია. ჩვენ ეს მოვახერხეთ და მინდა ყველას მივულოცო კიდევ ერთხელ. გილოცავთ თქვენც ამ ძალიან მნიშვნელოვან მონაპოვარს. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და სწორედ კანდიდატის სტატუსი არის ამის სამართლებრივი საფუძველი“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა