თეგებით ძიება

2012 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, იანვრიდან კი 1 500 ლარს მიაღწევს - ირაკლი ღარიბაშვილი

2012  წელს  სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.

„საპენსიო ფონდის თაობაზე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ განახლებული, რომ 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 4.2 მლრდ ლარი. წელს გაიზარდა ასაკობრივი პენსიები; მოსარგებლეა 830 ათასამდე პენსიონერი.

მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 50 ლარით გაიზარდა პენსია, გახდება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 500 ლარამდე გახდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.

70 წლამდე პირთა პენსია იქნება 315 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 380 ლარი.

2012 წელს პენსია იყო  125  და 140 ლარი, შედარებისთვის, აქაც მინდა გაჩვენოთ ეს კონტრასტი.

2012  წელს  სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი“, - განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა