თეგებით ძიება

„არ უნდა მოვმკვდარიყავი... არ უნდა გამქრალიყო ეს გოგო ოცნებების აუსრულებლად“ - რას წერდა მარიამ სირბილაძე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე?

არ უნდა მოვმკვდარიყავი. არ უნდა გამქრალიყო ეს გოგო ოცნებების აუსრულებლად... აუცილებლად უნდა გადამეღო ეს ფოტო. დამეხედა და მეთქვა - ყოჩაღ , ბადარა მარო. ყველაფერი გაქვს, რაც გინდოდა ... - ამ შინაარსის პოსტს  წერდა რამდენიმე თვის წინ მარიამ სირბილაძე, რომელიც გუშინ მოულოდნელად გარდაიცვალა. 

„მე რომ ავად ვიყავი, ავად რომ ვიყავი და სიკვდილთან ერთად მეძინა, ვფიქრობდი...  ვფიქრობდი ბევრს და აღმოვაჩინე კიბომდელი ჩემი თავი, რომელიც იმდენადვე ავად იყო, როგორც „პაკლიტაქსელის“ გადასხმისას.

საკუთარი თავი კიბოს მერე ვიპოვე. ყოველ დღე ვდგებოდი სარკესთან, შიშველი, გადაკრული მკერდით, გაცვენილი თმით, ნაცრისფერი კანით. საკუთარ თავს ვუყურებდი სარკეში და ყოველ დღე ვპირდებოდი, რომ თუ გადავრჩებოდი, თუ არ მოვკვდებოდი, ჩემი ოცნების მარიამი გამოვიდოდი.

მხოლოდ მე და ჩემმა თავმა ვიცით, რა გამოვიარეთ დაბადებიდან კიბომდე და კიბოდან დღევანდელ დღემდე. მხოლოდ ჩვენ ვიცით და ვერც ვერავინ გაიგებს.

მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რა გვინდა და რაზე ვოცნებობთ. როგორ ვიქნებით ...

არ უნდა მოვმკვდარიყავი. არ უნდა გამქრალიყო ეს გოგო ოცნებების აუსრულებლად... აუცილებლად უნდა გადამეღო ეს ფოტო. დამეხედა და მეთქვა - ყოჩაღ , ბადარა მარო. ყველაფერი გაქვს, რაც გინდოდა ...“, - წერდა მარიამ სირბილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა