თეგებით ძიება
19. 12. 2023 მსოფლიო

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან ევაკუირებულია 4 000-მდე ადამიანი. 

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანი ქალაქ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კილომეტრში, 18 დეკემბერს ღამით ამოიფრქვა (ადგილობრივი დროით 22:17 საათზე). ვულკანის ნაპრალი დაახლოებით 3,5 კილომეტრია, ლავის დინების სიჩქარე კი - წამში 100-200 მ³. 

დედაქალაქ რეიკიავიკის მიმდებარე რეგიონი ოქტომბრის ბოლოდან განიცდის მიწისძვრების აქტივობის ზრდას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა