პაკისტანში ხელოვნური წვიმა პირველად გამოიყენეს
პაკისტანში ხელოვნური წვიმის ტექნოლოგია გამოცადეს. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ ზომას ქვეყნის ხელისუფლებამ ძლიერი სმოგის გამო მიმართა, რომლის გამოც ქალაქ ლახორში სკოლებიც კი დაიხურა.
ხელოვნური წვიმა „ღრუბლების დათესვის“ პროცესის მეშვეობით გამოიწვიეს. ამ დროს ღრუბლებში ვერცხლის იოდიდისა და ყვითელ მარის აცეტონთან ერთად წვავენ, რაც წვიმის წვეთების წარმოქმნას უწყობს ხელს. თვითმფრინავებმა, რომლებიც ამ პროცესს ახორციელებდნენ, ქალაქის 10 უბანს გადაუფრინეს. წვიმის გამოსაწვევად მათ 48 სპეციალური რაკეტა დასჭირდათ.
ღრუბლებში დათესვას ათობით ქვეყანაში იყენებენ, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში, თუმცა ეს ამ ტექნოლოგიის პაკისტანში გამოყენების პირველი შემთხვევაა. ექსპერტების აზრით, ჰაერის დაბინძურებას მცირე წვიმაც კი ამსუბუქებს.
ლახორი ჰაერის ხარისხის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდ ქალაქად ითვლება. ქვეყნის მთავრობა ამის მთავარ მიზეზებად წარმოებას, ტრანსპორტის მოძრაობასა და ნარჩენების წვას ასახელებს.