თეგებით ძიება

„მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დო... სა­ერ­თოდ ვე­ღარ მოგ­ხე­დე, პი­რი­ქით, დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მო­გა­ყე­ნე“ - მიხეილ სააკაშვილის ემოციური წერილი შვილს

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟს, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს დღეს და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ნი­კუ­ში­კო, დღეს შენ სრულ­წლო­ვა­ნე­ბას მი­აღ­წიე. გე­გო­ნე­ბა გუ­შინ და­ვეს­წა­რი სან­დრას მშო­ბი­ა­რო­ბას და მერე გა­ვე­შუ­რე სა­პას­პორ­ტო ბი­უ­რო­ში შენ და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად, ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლად, ნი­კო­ლო­ზო­ბის დღეს. ნი­კო­ლო­ზი მა­მა­ჩე­მის და ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბა­ბუ­ის, ნი­კო­ლოზ წე­რეთ­ლის სა­ხე­ლია, ისე­ვე რო­გორც ედუ­არდს ჰქვია ბა­ბუ­ა­მი­სის სა­ხე­ლი. შემ­დე­გი ეპი­ზო­დი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შენი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­დგე­ნაა, როცა პარ­ლა­მენ­ტის წინ, ნაძ­ვის ხის ან­თე­ბი­სას, პირ­ვე­ლად გა­გიყ­ვა­ნეთ ხალ­ხში.

ბევ­რი რამ მახ­სენ­დე­ბა - რო­გორ გა­დარ­ჩი თურ­ქეთ­ში, სა­დაც ბოლო წამს მო­გის­წა­რი აუზ­ში, თო­რემ იხ­რჩო­ბო­დი, დღემ­დე კოშ­მა­რად მე­სიზ­მრე­ბა. მე­ო­რე ეპი­ზო­დი, როცა გრი­პის დროს გა­გი­ჩერ­და სუნ­თქვა და სას­წრა­ფოდ რო­გორ გა­გა­ქა­ნეთ კი­დევ კარ­გი, ჩვენს სახ­ლთან ახ­ლომ­დე­ბა­რე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც გა­და­გარ­ჩი­ნეს. მახ­სოვს, რო­გორ გა­მო­მე­ტი­რე­ბო­დი ხოლ­მე დი­ლა­ო­ბით, როცა სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ო­დი.

ყურ­ში ჩა­მეს­მის შენი ნამ­ღე­რი "დე­დაო ნანა" ლა­ზი­კას კლიპ­ში. მე ძა­ლი­ან ბევრ დროს ვუთ­მობ­დი ხალ­ხის სამ­სა­ხურს და ძა­ლი­ან ცოტა დრო მქონ­და შენ­თვის. ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მენ­ტი გა­ვუშ­ვი. მინ­და ბო­დი­ში მო­გი­ხა­დო იმის­თვის, რომ როცა კრი­ტი­კუ­ლი ასა­კი გქონ­და და მე დაგ­პირ­დი ია­პო­ნი­ა­ში წაყ­ვა­ნას, ამის მა­გივ­რად აქ ჩა­მო­ვე­დი და სა­ერ­თოდ ვე­ღარ მოგ­ხე­დე, პი­რი­ქით, დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მო­გა­ყე­ნე.

ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გე­კი­თხე­ბი რჩე­ვებს და ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აზრი მო­ვის­მი­ნე შენ­გან. შენ უკვე მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობ ია­პო­ნი­ა­ში, ინ­დო­ეთ­ში, და­დი­ხარ სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, კარ­გად სა­უბ­რობ და წერ ია­პო­ნუ­რად, ხოლო ქარ­თუ­ლად, ჰო­ლან­დი­უ­რად და ინ­გლი­სუ­რად სა­უბ­რობ, რო­გორც მშობ­ლი­ურ­ზე. ბევ­რის­გან მსმე­ნია, რომ ჩემი ზუს­ტი ასლი ხარ. სი­ნამ­დვი­ლე­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შენ ჩემ­ზე ბევ­რად მეტს მი­აღ­წევ და გა­ა­ო­ცებ მსოფ­ლი­ოს შენი სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბით. ამა­ვე დროს დარ­ჩე­ბი ბო­ლომ­დე ქარ­თვე­ლად. ბოლო დრომ­დე ხომ უარს ამ­ბობ­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან გამ­გზავ­რე­ბა­ზე იმ ში­შით, რომ უკან აღარ შე­მო­ეშ­ვით. შენ შენი მშობ­ლე­ბის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გად­მო­გე­ცა ამ ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ეს ძა­ლი­ან მით­ბობს გულს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ცდი­ლობ სხვებს და­ეხ­მა­რო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც შენს გე­ნე­ტი­კა­შია და ყო­ველ­დღე ვლინ­დე­ბა ახალ-ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში. ჩემო ნი­კუ­შა, ჩემო საყ­ვა­რე­ლო შვი­ლო, გი­ლო­ცავ 18 წლის დაბ­დღეს. გკოც­ნი ძა­ლი­ან ბევ­რს. სიყ­ვა­რუ­ლით, მიშა.

P. S. ცოტა ხნის წინ იყო შე­მო­სუ­ლი ნი­კუ­შა და მო­ვუ­ბო­დი­შე, რომ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევ­დი, მან კი მი­პა­სუ­ხა, რომ მე უკვე გა­ვი­ზარ­დეო", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა