თეგებით ძიება

კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევა დაიწყოს

კონკურენციის სააგენტომ შესაძლოა, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევა დაიწყოს. როგორც უწყების მიერ გავრცებეულ განცხადებაშია აღნიშნული, კონკურენციის ეროვნული სააგენტო დეტალურად გაეცნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, განხილული იქნება ცალკეულ მედიკამენტებთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები.

"გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია დაიწყოს მოკვლევა ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით, კერძოდ მომხმარებლისთვის (პაციენტისთვის) ჭარბი ფასის დაწესების კუთხით",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ნაწილი 2400-3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

უწყების განცხადებით, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა