თეგებით ძიება

ოთარ იოსელიანი ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, დაკრძალეს

დღეს, ცნობილი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი;

ოთარ იოსელიანი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „აკვარელი“ (1958), „აპრილი“(1961); მხატვრული ფილმები: „გიორგობისთვე“ (1966), „იყო შაშვი მგალობელი“ (1970), „პასტორალი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1983), „მთვარის რჩეულნი“ (1984), „პეპლებზე ნადირობა“ (1999), „ყაჩაღები“(1996), „მშვიდობით მწვანე მდელო“ (2000, საფრანგეთი); ასევე, დოკუმენტური ფილმები: „ძველი ქართული სიმღერა“ (1969), „თუჯი“(1964), „საპოვნელა“ (1959).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა