თეგებით ძიება
19. 12. 2023 მსოფლიო

დედამიწაზე ახალი ვულკანი გაჩნდა

დედამიწაზე ახალი ვულკანი გაჩნდა ვულკანი Reykjanes.

დედამიწაზე ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი ისლანდიის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეიკიანესის (Reykjanes) ნახევარკუნძულზე გაჩნდა. ეს ნახევარკუნძული დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვულკანური და სეისმური ცხელი წერტილია.

ლავის ბოლო ამოფრქვევა 10 ივლისს, რამდენიმედღიანი სეისმური აქტივობის შემდეგ მოხდა. 4 ივლისიდან მოყოლებული, მეცნიერებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე 7000-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირეს. მათგან ყველაზე ძლიერი 4,8 ბალს აღწევდა.

2021 წელს რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვამ 870-წლიანი სიმშვიდის პერიოდი დაასრულა. ამის შემდეგ, ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა ყოველწლიურად, 300-დღიანი ინტერვალით ხდება.

ბოლო ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავას რაოდენობა და სეისმური აქტივობა შემცირდა, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ვულკანური ნაპრალები შეიძლება ყოველ წუთს გაჩნდნენ.

წყარო :  funtime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა