თეგებით ძიება
19. 12. 2023 მსოფლიო

"ჩვენს საზღვართან NATO-ს გაძლიერებას უპასუხოდ არ დავტოვებთ" - ფინეთის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს

ვაშინგტონსა და ჰელსინკს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს. უწყების პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მათ საზღვრებთან "NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებენ."

"საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს უთხრეს, რომ მოსკოვი ჩვენს საზღვართან NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ფინეთისა და მისი NATO-სს მოკავშირეების აგრესიული გადაწყვეტილებების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს," - ამტკიცებს ზახაროვა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა.

18 დეკემბერს კი ქვეყანამ აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა - მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მეზობელ ქვეყანას დაემუქრა. 

ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვდომის საშუალებას მიეცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა