თეგებით ძიება

2060 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება (მეცნიერება)

მეცნიერთა გათვლებით, 2060 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება

სიცოცხლის ხანგრძლივობა

აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიმართულებით კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ის თანდათან იზრდება. მეცნიერთა გათვლებით, მომდევნო 40  წელიწადში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება და ეს ადამიანის შესაძლებლობის მაქსიმუმი არ არის... 

ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 19 განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრები, 1700-იან და 1900-იანი წლებს შორის დაბადებული ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილიანობის მონაცემები შეისწავლეს.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო: როგორ იცვლებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლების მიხედვით, განსაკუთრებით 50-დან 100 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში?

მკვლევართა მიერ შემუშავებულმა მოდელმა გარკვეული კანონზომიერება გამოავლინა. კერძოდ, კვლევამ დაადგინა, რომ 1900 წლამდე დაბადებულთათვის ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნებულია, მაგრამ უკვე 1910-1950 წლებში დაბადებულთათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო ტექნოლოგიების გაუმჯობესების პირველ ტალღას უკავშირდება.

„მოდელი ვარაუდობს, რომ, მაგალითად, 1940-იან წლებში დაბადებულ ადამიანს აქვს 50-პროცენტიანი შანსი, რომ 130 წელს მიაღწიოს,“ - ამის შესახებ ჯორჯიის უნივერსიტეტის რისკების მართვისა და დაზღვევის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა დევიდ მაკარტმა განაცხადა.

ახალ კვლევას ყველა ექსპერტი არ ეთანხმება. ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ჯორჯიის უნივერსიტეტმა მათემატიკური და დემოგრაფიული კვლევა ჩაატარა, სადაც დაბერების ბიოლოგია გათვალისწინებული არ არის. მაგალითად, ის რომ ადამიანის სხეულის უჯრედები ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისკენ არის მიდრეკილი.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა