„42-დან 20 წელი ხომ მაინც გიცნობდი“- ეკა ტოგონიძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ქმარს
ჟურნალისტი ეკა ტოგონიძე გარდაცვლილ მეუღლეს, რატი სამყურაშვილს სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის:
უკვე მეოთხედ გახდი 42 წლის.
მე და შენ წელს პირველად და უკანასკნელად ვართ ტოლები.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა, გაზაფხულზე 43-ის გავხდები და შენზე უფროსი მე ვიქნები.
საოცარი ვინმე დაიბადე ნიკოლოზობას, 42-დან 20 წელი ხომ მაინც გიცნობდი და ჩემი თვალით ვნახე შენი დიდზე დიდი ბუნება! - წერს ეკა ტოგონიძე.
მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი რატი სამყურაშვილი 2020 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.