თეგებით ძიება

მოქალაქეებმა ელექტროშოკური მოწყობილობით 41 კილოგრამზე მეტი თევზი მოიპოვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებმა ელექტროშოკური მოწყობილობით 41 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი მოიპოვეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით. კანონდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 41 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახეობის თევზი.

ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას მოქალაქე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის არხშიც", - წერია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა