"დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი ზონა, გაშიშვლდა ძვლები...“ - ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ არასრულწლოვანზე
2 წლის ლაზარეს ოპერაციის შემდგომ მდგომარეობაზე, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, ექიმი, ალექსანდრე კალანტაროვი საუბრობს.
„ნაკბენი ჭრილობის შედეგად, ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის ზონა, პრაქტიკულად, მთლიანად. გაშიშვლდა ძვლები. ეს დეფექტი შეფასებული იყო, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ოპერაცია გახდა სასწრაფო. მსვლელობა იყო ნამდვილად 13 საათი.
ოპერაციის შინაარსი იყო რბილი ქსოვილებით. დეფექტის ზონის დაფარვა. ეს არის ორგანული, ანუ ნაფლეთოვანი გადანერგვა, რომელიც შეიცავს კუნთოვან მასას და კანს.
სამწუხაროდ, ბავშვის აღნაგობიდან გამომდინარე და ეგრეც იყო დაგეგმილი, გაკეთდება 2-ეტაპიანი გადანერგვა. ანუ, პირველი ეტაპი შესრულდა და დაიხურა დეფექტის ორი მესამედი, რაც ძალიან კარგია და ორ-სამ კვირაში იგეგმება ზუსტად იგივე სირთულის ოპერაცია, დაიფარება დანარჩენი ერთი მესამედი დეფექტი.
შემდგომში დასჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკური ოპერაციები სილამაზისთვის და თმიანი ზონის აღდგენის მიზნით, მაგრამ ძირითადი შინაარსი დღევანდელი ოპერაციის არის სიცოცხლის შენარჩუნება.
პოსტოპერაციულ პერიოდში დღეს ვითარება არის სტაბილური, ნორმალური.
ჩვენ გვაქვს ასეთი ოპერაციის შედეგად კრიტიკული ერთი კვირა, მაქსიმუმ. ანუ ერთ კვირაში თუ ჩვენ მივიღეთ სტაბილური განვითარება, პრობლემა იქნება გადაწყვეტილი და მოვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის,“ – ამბობს ექიმი.