თეგებით ძიება
20. 12. 2023 მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში, გოქსუნთან 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით, 23:22 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 5 კმ. იყო. 

თურქეთის დასავლეთით მოხდა კიდევ ერთი მიწისძვრა, დილის საათებში, მიწისძვრის სიმძლავრემ 3,6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა მოხდა ადანაშიც, სიმძლავრემ 2,4 მაგნიტუდა შეადგინა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა