მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა, ამ დრომდე ეძებენ
ამ დრომდე ეძებენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა. რამდენიმე დღეში, ძაღლი ამავე ტერიტორიაზე მკვდარი ნახეს. მას ცოფი დაუდასტურდა.
შემთხვევა კოსმონავტის ძეგლთან მდებარე "გალფის" ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ მოხდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ვერ ხერხდება იმის დადგენა, ჩაუტარდა თუ არა მოზარდს აცრების სრული კურსი.
სააგენტომ შემთხვევის შესახებ ყველა უწყებას აცნობა.