ომის დამთავრების თარიღი არავინ იცის - ზელენსკი
არავინ იცის, როდის დამთავრდება ომი რუსეთთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც საუბრობენ, რომ ის წლები გაგრძელდება. მაგრამ ზუსტად არავინ იცის. ვიღაცის მოსაზრება და რეალობა ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებულია. ომი, გამარჯვება, სტაგნაცია, მრავალ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ სიმტკიცეს არ დავკარგავთ, ომი უფრო ადრე დასრულდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა მიმდინარე წელს ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომ უკრაინის დამარცხებაზე საუბარიც კი ზედმეტია. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ბევრად რთული სიტუაცია იყო.
„ქვეყანა თითქმის მთლიანად იყო ოკუპირებული, ყოველ შემთხვევაში, უკრაინის ცენტრალური რაიონები. იყო ბლოკადა და ურთულესი ზამთარი, მაგრამ ქვეყანამ ეს გადაიტანა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.