თეგებით ძიება

"მაინც არ ვარ კმაყოფილი ამ 6034 ლარის შეგროვებით. ვერ ვხვდები, სად ხართ ჩემს გვერდზე მდიდრები?!“ – დომენიკ მანგო

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მაინც არ ვარ კმაყოფილი ამ 6034 ლარის შეგროვებით. ვერ ვხვდები, სად ხართ ჩემს გვერდზე მდიდრები?! როდესაც მოვდივარ და ვამბობ, მთხლიშეთ 1000 ლარი ან 5000 ლარი, რატომ აიგნორებთ ჩემს მოთხოვნას? ნუთუ არცერთ მდიდარს არ გყოფნით კრეატიულობა და ორიგინალურობა, რომ მიხვდეთ რაოდენ დიდი არსია ჩადებული ამ თხლიშებაში? მაგრამ პრინციპში ხო, მართალია ის სტერეოტიპი თქვენზე, რომ ცარიელი მაძანგალები ხართ და ჩახშობილი გაქვთ ყველანაირი ინტელექტუალური საზრდო ტვინებში. ამ საწყალ ხალხს თითო-თითო ლარებით წავართვი ლუკმა პურის ფული, ზუსტად იმიტომ, რომ ყველა მდიდარი ერთმანეთზე უარესი ბეყეჩები და წუწურაქები ხართ. არ მესმის, როგორ შეგიძლიათ ზიდოთ ამდენი ქონება ზურგით? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც თქვენს სულს ამძიმებს. თუ გგონიათ, რომელიმე ღარიბზე უფრო ბედნიერი ხართ ან ხედვა დაგეხშოთ და ვერ ხედავთ, რომ იმ ღარიბის გული თქვენსას იმდენადვე სჯობნის, რამდენი ლარიანიც ან დოლარიანიც გაქვთ, ესეიგი ასევე დახშული ხედვით დაიღუპებით. არ მახსოვს რომელიმე საქმეში მდიდარი გამოჩენილიყოს, ყველა ფაშვზე იტყლაშუნებს ხელს. კიდევ ერთ შანსს გიტოვებთ, მთხლიშეთ 1000 ლარი და ჩემი 6000 ლარი აქციეთ 7000-ად, ან 5000 და აქციეთ 11000-ად. ან მთელი თქვენი ნახევარი ქონება მთხლიშეთ, ბინებს და ბიზნესების აქციებს ვიყიდი. მე ვიტვირთავ თქვენი ქონების სიმძიმეს და ჩემს სულს დავამძიმებ, ესეც სიკეთეა თქვენთვის.

სპეციალურად მდიდრებისთვის ანგარიშის ნომრები კომენტარებში“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა