ნარკოდანაშაულის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში, საქართველოს 46 წლის მოქალაქე და კიდევ ერთი პირი, 60 წლის კაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ისინი პოლიციამ ფიზიკური დაპირისპირების დროს დააკავა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მათ შორის, სწორედ ჰეროინისა და კოკაინის გამო დაიწყო.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქის დაკავება უფრო ფართო სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რომელიც დენდრაპოტამოსში ტარდებოდა. ოპერაციის დროს კიდევ 15 ადამიანი ადამიანი გაჩხრიკეს.
დაკავებულები პროკურატურაში არიან გადაყვანილები. გრძელდება დამატებითი საპოლიციო მოქმედებები.