რუსეთის არმიამ უკრაინის 8 ოლქს „კამიკაძე“ დრონებით შეუტია
რუსეთის არმიამ უკრაინის 8 ოლქს „კამიკაძე“ დრონებით შეუტია. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებზე.
ქალაქ ხერსონზე იერიშების შედეგად, დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ხერსონის ოლქი ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც უკრაინელ და რუსი სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე საერთო ჯამში 90 ამდე შეტაკება მოხდა.