დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დადგენილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს სამინისტროში განუცხადეს, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.