მარნეული-სადახლოს გზაზე ერთმანეთს 3 სატვირთო შეეჯახა
24news.ge-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 3 სატვირთო მანქანა შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.