„ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც ძაღლს ნამდვილი პროთეზები ექნება“ - დომენიკ მანგო (ვიდეო)
ცუგა კახელოს ფეხზე დაყენების პროცესი დაიწყო - ბლოგერი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
ძაღლს რომელსაც ჯერ ესროლეს, ხოლო როცა გადარჩა ფეხები დააჭრეს და ისე დააგდეს, ნორმალურ ცხოვრებაში ვაბეუნებთ. ცუგა კახელოს ფეხზე დაყენების პროცესი დაიწყო. დღეს დაძინებით გადავუღეთ კატე, რომელიც უნდა გადაიგზავნოს თურქეთში, რომ დამზადდეს უკანა ფეხების პროთეზები. ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც ძაღლს ნამდვილი პროთეზები ექნება და ეს თქვენი ერთობის დამსახურებაა. გრძელდება ბიუჯეტის შეგროვებაც. ვისაც გაქვთ მონაწილეობის სურვილი, მისთვის გახსნილი ანაბრის ნომერი კომენტარებშია - წერს დომენიკ მანგო.