20 წლის ორსულის გარდაცვალების გამო საგარეჯოში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გადაიდო
ორსული ქალის, 20 წლის დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო საგარეჯოში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი გადაიდო.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 19 დეკემბერს საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დადუ კერატიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებენ გარდაცვლილი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბერს დაგეგმილი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და სპექტაკლი გადადებულია", -ნათქვამია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელშიც ორსული ახალგაზრდა ქალი იჯდა, სხვა ავტომობილი შეეჯახა.ავტოსაგზაო შემთხვევა ღამით, საგარეჯოსთან მოხდა. შეჯახების შედეგად ორსული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.