ეს არის მიზერული დამატება? 9 ლარიან წამალს 40 ლარს რომ დაუმატებ, რა ქვია ამას? - კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:
გუშინ ქართულმა სააფთიაქო ქსელებმა ერთი ამბავი აუტეხა ჯანდაცვის სამინისტროს, ჩვენ გენაცვალეთ წამლებს მიზერულ თანხას ვამატებთ თქვენ ტყუითო, რატომ
ვყვები ამას -
D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს, ამიტომ გუშინ თურქეთში ვიყიდე დეკოლეროლი 5000 - 9 ლარად, დღეს იგივე მედიკამენტი დაუნიშნეს დედაჩემს და ჩვენთან 46, ზოგან 49 ლარი ღირს ფასდაკლებით შეიძლება იყიდო 33 ლარად.
მაინტერესებს ეს არის მიზერული დამატება თანხის? 9 ლარიან წამალს, რომელსაც აფთიაქი კიდევ უფრო იაფად ყიდულობს 40 ლარს რო დაუმატებ რა ქვია ამას?
ფოტოზე გთავაზობთ თურქულ და ქართულ ფასს, მაინც ტყუიო რომარ მითხრათ.