თეგებით ძიება

"როდესაც ეს ვიდეო ვნახე, დედასთან ერთად ვიყავი... გავითიშე... მოვწყდი, არაფერი მესმოდა" - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძე ვიდეომონტაჟზე, რომლის თაობაზეც გამოძიება დაიწყო

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყალ­ბი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის გამო მომ­ღე­რალ­მა, "ღა­მის შოუს ბენ­დის" წევ­რმა ბაბი კირ­კი­ტა­ძემ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. ინ­ფორ­მა­ცია მან სა­კუ­თარ "Facebook-გვერ­დზე" გა­ავ­რცე­ლა:

"გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია! მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის!" - და­წე­რა ბა­ბიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამ­ჯე­რად ბაბი კირ­კი­ტა­ძე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე "იმე­დის კვი­რას“ ესა­უბ­რა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. "იმე­დის კვი­რას­თან“ მომ­ღე­რალ­მა ის დღე გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ვი­დეო მა­საც გა­უგ­ზავ­ნეს:

"რო­დე­საც ეს ვი­დეო და­ვი­ნა­ხე, დე­დას­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. შინ მივ­დი­ო­დით, მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით. გავ­ხსე­ნი ვი­დეო ტე­ლე­ფონ­ში და არც ვიცი, რო­გორ შე­ვა­ფა­სო და რა სი­ტყვე­ბით, რაც მა­შინ და­მე­მარ­თა. გა­ვი­თი­შე... მოვ­წყდი, არა­ფე­რი მეს­მო­და... კან­კა­ლი და­მე­წყო. დედა მე­კი­თხე­ბო­და, რა მოხ­დაო და პირ­და­პირ გა­და­ვა­წო­დე ტე­ლე­ფო­ნი. მერე გა­ვი­აზ­რე, რომ ჩემ­თვის ამო­უხ­სნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, მაგ­რამ მშობ­ლის­თვის კი­დევ უა­რე­სი. მერე ორმა მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრეს, რომ ვი­დეო გავ­რცელ­დაო...

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას და ძმებს, დე­დამ უთხრა ამის შე­სა­ხებ. მათ კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. სულ იმა­ზე ვფიქ­რობ, რომ დე­დას ჩემი მი­ზე­ზით რამე არ მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ ის ძლი­ე­რია. ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ მის­გან.

ის წა­მე­ბი, რო­დე­საც ამა­ზე სტა­ტუსს ვწერ­დი, ისიც არა­ნორ­მა­ლუ­რად რთუ­ლი იყო. ამ წუ­თას მაქვს ერთი მი­ზა­ნი, ეს ამ­ბა­ვი მი­ვიყ­ვა­ნო ბო­ლომ­დე.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სეგ­მენ­ტი­დან მი­რე­კავ­დნენ, მამ­ხნე­ვებ­დნენ. ყვე­ლას უდი­დე­სი მად­ლო­ბა, ხალ­ხო, თქვენ­მა მხარ­და­ჭე­რამ გა­და­მარ­ჩი­ნა.

ვი­დეო ვი­პო­ვე და დამ­ხვდა სრუ­ლი უბე­დუ­რე­ბა. ჩემი ვი­დე­ოს, ამ ფაბ­რი­კა­ცი­ის გარ­და, აქ იყო 44 სხვა გო­გო­ნას ვი­დეო, მათ შო­რის, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის და მა­შინ მივ­ხვდი, რო­გო­რი და­უც­ვე­ლია ქალი, გო­გო­ნა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე გახ­დეს ასე­თი ავად­მყო­ფე­ბის მსხვერ­პლი. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვე­ცი გა­მო­ძი­ე­ბას. ცი­ლის­წა­მე­ბა ყო­ფი­ლა თავ­ზარ­დამ­ცე­მი, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ამ­ბა­ვია".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა